top of page
BioToilets.jpg

ჩვენ შესახებ

კომპანია ,,ლაიმის’’ ისტორია შეერთებული შტატებიდან იღებს სათავეს, ადგილი, სადაც პორტაბელური ბიო ტუალეტების გამოყენება გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყეს. კომპანიის დამფუძნებლებმა შეერთებულ შტატებში ამ სფეროში დიდი გამოცდილება შეიძინა, რომელიც შემდგომში საქართველოში გამოიყენეს. კომპანია ,,ლაიმი’’ აღჭურვილია მხოლოდ ამერიკული წარმოების, უმაღლესი ხარისხის ბიოსაპირფარეშოებითა და სადეზინფექციო მანქანა - დანადგარებით. რადგან ეს სფერო სერვისის სექტორს განეკუთვნება, მომსახურების სტანდარტებიც ამერიკულია, რაც გამოიხატება შემდეგში:

  • შეკვეთის შესაძლებლობა 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე;

  • სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;

  • კვალიფიცირებული, პროფესიონალთა გუნდი;

  • დამკვეთებზე მორგებული სერვისის უზრუნველყოფა;

კომპანია ,,ლაიმი’’ უზრუნველყოფს ბიო ტუალეტების გაქირავების და მათი მომსახურების სერვისს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე  ორგანიზაციებისთვის. ჩვენი სფეროა:

  • სხვადასხვა მასშტაბის გარე ღონისძიებები

  • სამშენებლო ინდუსტრია

  • სპროტული და კულტურული აქტივობები

  • სამხედრო წვრთნები და ა.შ.

კომპანია ,,ლაიმი’’ ნერგავს სიახლეებსა და სხვადასხვა ინოვაციებს პროდუქტისა და მომსახურების სფეროში, რათა დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები და ქართველ მომხმარებლებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის, სუფთა და მოწესრიგებული სერვისი ბიო ტუალეტებით სარგებლობის შემთხვევაში. იხილეთ სტატია ჩვენს შესახებ ლინკზე

portable toilets

კომპანიის მისია

ინოვაციური მიდგომა, საერთაშორისო სტანდარტები და ხარისხიანი მომსახურება!

კომპანია ,,ლაიმის’’ მისიაა, ინოვაციური მიდგომით დანერგოს, უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტი მომსახურების სფეროში, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებისათვის კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე გარემოს შექმნას საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ყოველდღიურ აქტივობაში სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი ადგილი უკავია, რომლის მთავარი მიმართულება გარემოს დაცვა და ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაა.

ჩვენ პარტნიორია:

სამშენებლო დანადგარებისა და ხელსაწყოების გაქირავების წამყვანი კომპანია →  www.georent.ge

bottom of page