top of page
BioToilets.jpg

ბიო ტუალეტების 
გაქირავების
სერვისი

  • გამოიყენება მხოლოდ წამყვანი ამერიკული ბრენდის ბიოსაპირფარეშო და პროდუქტები

  • ბიო ტუალეტის ტრანსპორტირება და კონსტრუქციული განლაგება ნებისმიერ მასშტაბზე

  • ბიო ტუალეტების ნებისმიერ სართულსა და სიმაღლეზე განთავსება სპეციალური ამწე მოწყობილობით 

  • შიდა დაყენების ხელსაბანის განთავსება

  • სენსორული შიდა განათება

  • ასინიზაციის მანქანით ამოტუმბვითი სამუშაოების ჩატარება

  • პორტაბელური ტუალეტების ბიო ქიმიური ხსნარებით მომარაგება

  • მაღალი წნევით რეცხვა / სრული დასუფთავება

  • სუფთა წყლით მომარაგება

მისია

კომპანია ,,ლაიმის’’ მთავარი მისიაა ინოვაციური მიდგომით დანერგოს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტი მომსახურების სფეროში, რომელიც  ითვალისწინებს მომხმარებლებისთვის კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე გარემოს შექმნას საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ყოველდღიურ აქტივობაში სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი ადგილი უკავია, რომლის მთავარი მიმართულება გარემოს დაცვა და ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაა. 

მიზანი

კომპანია ,,ლაიმის’’  მიზანია ჩამოაყალიბოს გარემო, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ამერიკული სტანდარტების სრული დაცვით, შესთავაზოს დამკვეთს გონივრული და ოპტიმალური გადაწყვეტილებები, ინდივიდუალურად მორგებული თითოეული ბიზნეს სექტორისა თუ სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე. 

Construction Site Managers
ბიო ტუალეტი - კაბინები

კომპანია „ლაიმის“ შესახებ

კომპანია ,,ლაიმი’’ აღჭურვილია მხოლოდ ამერიკული წარმოების, უმაღლესი ხარისხის პორტაბელური ბიო ტუალეტებითა და სადენზიფექციო მანქანა - დანადგარებით. კომპანიის მთავარი მიმართულებაა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა დასავლური სტანდარტების სრული დაცვით.

იხილეთ სტატია ჩვენს შესახებ ლინკზე

bottom of page