პორტაბელური ბიოტუალეტები. მათი დანიშნულება დღეს

მოცემულ სტატიაში გავშლით თემას: რა არის ბიოტუაელტი (პორტაბელური), რისთვის გამოიყენება და ვის შეიძლება გამოადგეს მათი დაქირავების სერვისი.

ღონისძიებები, სადაც შეიძლება გამოგადგეთ ბიოტუალეტები

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად მატულობს სხავდასხვა ღონისძიების რაოდენობაც. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა ზემოხსენებული ზრდის ტემპი ოდნავ შეანელა, დინამიკა მაინც დადებითია.

ასეთი ღონისძიებების ორგანიზატორები ზრუნავენ მათი ვიზიტორების მაქსიმალურ კომფორტზე. მსხვილ და საშუალო ივენთებზე ასეთი კომფორტის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს სველი წერტილის და შესაბამისი ინვენტარის არსებობა. ცხადია, რომ ბევრად მიზანშეწონილია იქირაო ბიოტუალეტი, ვიდრე დაიწყო სტატიკური სველი წერტილის აშენება რამოდენიმე დღის გულისთვის.

ქირაობის სერვისის გამოყენება შეიძლება:

  • ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი კონცერტების დროს (OpenAir, GemFest, ელექტრონული მუსიკის კონცერტები და სხვა);
  • სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს;
  • ნებისმიერ ადგილას, სადაც არის ტუალეტის არსებობის საჭიროება, მაგრამ არ არსებობს მისი სტატიკური ჩაშენების შესაძლებლობა.
ბიოტუალეტი

რა არის ბიოტუალეტი?

ბიოტუალეტია არის პორტაბელური კაბინა, რომელიც ასრულებს დროებითი საპირფარეშოს ფუნქციას. მეტიც, ასეთი კაბინა აღჭურვილია ყველა სახის საჭირო ინვენტარით: პისუარი, ონკანი, საპონი, ხელსახოცის დისპენსერი.

შეიძლება დაგებადოთ კითხვა, თუ რამდენად უსაფრთხოა ასეთი სახის ტუალეტები ჰიგიენური თვალსაზრისით. კაბინების სისუფთავეზე ზრუნავს კომპანია-მომწოდებელი. სპეციალური ხელსაწყოებით, მექანიზმებითა და ქიმიური ნაერთებით, ისინი ასუფთავებენ და ამარაგებენ ბიოტუალეტებს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროცესი არ აყენებენ ზიან ეკოლოგიას და ირგვლივ მყოფებს.

Interested in our services?

seo optimization provided by Marketing Solutions Georgia